კულება – უკრაინა გამორიცხავს რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას მშვიდობის უზრუნველსაყოფად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობა, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, გამორიცხა და განაცხადა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

“უკრაინის მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ჩვენი ტერიტორიული მთლინობის აღდგენა და უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილის სრული სუვერენიტეტი. ეს არის ჩვენი მოლაპარაკებების პოზიციის საბოლოო წერტილი. რუსეთსა და უკრაინას შორის ამჟამად სამშვიდობო მოლაპარაკებები, რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მათი განგრძობითი აგრესიის გამო, არ მიმდინარეობს “, – განაცხადა კულებამ.

banner
წინა სტატიაშითურქული მედიის ცნობით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის რუსეთის ტერიტორიის ალტერნატივად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბათუმის პორტი განიხილება
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ თვითგამოცხადებული “დონეცკის რესპუბლიკის” დამოუკიდებლობა აღიარა