კულება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზურაბ პოლოლიკაშვილს მადლობას უხდის​

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზურაბ პოლოლიკაშვილს მადლობას უხდის.

„მადლიერი ვარ თქვენი პრინციპული მიდგომისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ეს გადაწყვეტილება“, – წერს კულება.

გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ რუსეთმა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ნათელია: ტურიზმის ხელშეწყობა მშვიდობისთვის და ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემაა. მხოლოდ წევრები, რომლებიც იცავენ ამას, შეიძლება იყვნენ გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ნაწილი“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ჯარებმა სევეროდონეცკში საავადმყოფო დაბომბეს (ვიდეო)
შემდეგი სტატია„გადაარჩინე მარიუპოლის გარნიზონი“ – 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური დახმარებას ითხოვს (ვიდეო)