უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინელებს, რომლებმაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ქვეყანა დატოვეს, მოუწოდა, დაბრუნდნენ სამშობლოში და მის დაცვაში წვლილი შეიტანონ.
“ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ არჩევანს, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, ვინც ქვეყანა დატოვა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, განიხილონ სახლში დაბრუნება.
ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ეს არჩევანი ჯანმრთელობის ან სხვა პირადი გარემოებების გამო, მაგრამ ჩვენ ვიწვევთ მათ, ვისაც არჩევანი აქვს, დაბრუნდნენ და დაეხმარონ უკრაინას ბრძოლაში და გადარჩენაში მათი პირდაპირი პირადი წვლილით”, – თქვა კულებამ.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინა დაახლოებით ექვს მილიონმა ადამიანმა დატოვა, მათი უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებში გადავიდა.