კულება – ევროკავშირი უკრაინას სავარაუდოდ 2024 წლის მარტამდე არ გადასცემს დაპირებულ ერთ მილიონ საარტილერიო ჭურვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების გეგმას სავარაუდოდ 2024 წლის მარტამდე ვერ შეასრულებს.

დმიტრო კულებას თქმით, მიზეზია არა ევროკავშირში პოლიტიკური ნების ნაკლებობა, არამედ „თავდაცვითი ინდუსტრიის სავალალო მდგომარეობა“ და ბიუროკრატიული დაბრკოლებები.

„ევროკავშირი მუშაობს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. სწორედ ამიტომ, ბერლინში ყოფნისას მოვუწოდე ევროკავშირს, შეემუშავებინა ჰოლისტიკური პოლიტიკა თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ 2024 წლის მარტამდე უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების ვალდებულება ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესრულდეს.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – პირობა, რომლის შესრულებაც ივანიშვილის რეჟიმს მოუწევს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე „გორბის“ კვლევაზე – „დაჩის ზღაპრები“ ჰქვია ამას