კულახმეტოვის დანიშვნა განაპირობა საგზაო რუკის სერიოზულმა გადახვევამ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კერძოდ კი, სააკაშვილმა ჩაიდინა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გენერალ-მაიორ მარატ კულახმეტოვი დანიშვნა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში გადადგმულმა ნაბიჯებმა განაპირობა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობა დასავლეთის მიერ შემოთავაზებულმა და მხარდაჭერილმა საგზაო რუკის სერიოზულმა გადახვევამ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კერძოდ კი, სააკაშვილმა ჩაიდინა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა. განკარგულება ე.წ. დანიშვნის შესახებ ხელმოწერილია 23 მაისს და გამოქვეყნებულია რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე.

banner
წინა სტატიაშიყურადღება, ლაპარაკობს შავი ბერი-როგორ გაიყიდა დავით გარეჯი?!
შემდეგი სტატიათავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიის რეპეტიცია გაიმართა