21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კულახმეტოვი: საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის შერიგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. ელჩი, მარატ კულახმეტოვი აცხადებს, რომ თბილისსა და ცხინვალს შორის შერიგების პერსპექტივა ამ ეტაპზე არ არსებობს.

კრემლის პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-სთან ინტერვიუში კულახმეტოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების საჯარო განცხადებებიც სწორედ ამაზე მიუთითებს.

ე.წ. ელჩის თქმით, მომავალ წელს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე ექნება რუსეთის მოქალაქეობა, რადგან პასპორტების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს. კულახმეტოვმა ამ პროცესს ადგილობრივების „ბუნებრივი სწრაფვა“ უწოდა.

2025 წელს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს რუსეთის პასპორტის მიღება მხოლოდ განცხადების წარდგენის საფუძველზე, გამარტივებული პროცედურით შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაშივადეპული: პუტინის “დიდი ოცეულის” სამიტში მონაწილეობამ შესაძლოა ომის დასრულების მოლაპარაკებებს ჩაუყაროს საფუძველი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ვილი სანიოლი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად