კახა კუკავა: ხალხი ყველას სულელი გონია, სინამდვილეში სულელი არაა, უბრალოდ ჩვენი ხალხი კონსერვატორია

მე და რუსთავი-2 არ გვიყვარს ერთმანეთი დიდი ხანია. ჩემზე არაერთი სიუჟეტი გაუშვიათ, რომ ვარ ჯაშუში და ქვეყნის მოღალატე და ახლაც პრაქტიკულად ამოკეტილია ჩემთვის ეს ეთერი, არცერთხელ არ ვარ ნამყოფი მათ გადაცემებში და დებატებში უკვე ბევრი წელია. აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ ვიქნები მიკერძოებული და არ ვაპირებ მათ დასაცავ აქციებში და ღონისძიებებში მონაწილეობას არანაირი ფორმით. ეს ხელს არ მიშლის დავინახო მეორე მხარე: თავს რომ ისულელებენ ქოცები და გულუბრყვილო სახით კითხულობენ ხოლმე “რა შუაშია სიტყვის თავისუფლება, ეს ხომ კერძო დავაა” ან “რატომ იცავთ მიშას ტელევიზიას” და ა.შ. მათ მინდა ვკითხო:
1. მედია გარემო ზოგადად რომ გაუმჯობესებულიყო ქვეყნაში, იმედი, მაესტრო და პირველი არხი ერთმანეთის მიყოლებით რომ არ გაგენადგურებინათ, მართლაც თავისუფალი და კრიტიკული ტელეარხები და დებატები რომ იყოს ქვეყანაში, როგორ გგონიათ ვინმეს დააინტერესებდა საერთოდ რუსთავი-2-ს ბედი?
2.2012 წლის შემდეგ ხალვაშის გარდა პრაქტიკულად არცერთ ადამიანს არ დაბრუნებია ქონება, რომელიც სააკაშვილის დროს წაართვეს, იმავე უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებს არ დაუკმაყოფილებიათ არცერთი შინაარსით ზუსტად იგივე სარჩელი, და როცა მარტო ერთ გამონაკლის საქმეზე ხდება ეს ყველაფერი ე.ი. კერძო დავაა თუ პოლიტიკური პროცესი?
ყველამ კარგად იცის ამ კითხვებზე პასუხი, უბრალოდ თავს ისულელებენ ვითომ ვერ ხვდებიან რა ხდება. ასე ისულელებდნენ თავს ნაცებიც – გირგვლიანის საქმეზე მთავრობა და ძალოვანები ჩარეულები არ იყვნენო, უტიფრად და ცინიკურად პასუხობდნენ საზოგადოების ყველა შენიშვნას თუ კითხვას და ამიტომაც შეიჯავრა ხალხმა.
ხალხი ყველას სულელი გონია, სინამდვილეში სულელი არაა, უბრალოდ ჩვენი ხალხი კონსერვატორია, ნელია, ზარმაცია და თავის სათქმელს ეგებ ცოტა გვიან მაგრამ მაინც ეტყვის ამ ხელისუფლებას, ისე როგორც უთხრა სათქმელი თავის დროზე მის წინამორბედებს-წერს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში“ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროპისთვის”- აბაშიშვილი
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს