მამუკა კუდავა “გირჩს” შეუერთდა

1375882386_mamuka-kudavaსაფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა პოლიტიკურ ცენტრ “გირჩს” უერთდება. ამის იგი შესახებ თავად აცხადებს.

“დავთანხმდი რა ზურაბ ჯაფარიძის შემოთავაზებას, ვუერთდები ახალ პოლიტიკურ ცენტრს, როგორც საგარეო მდივანი. არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ როგორც სახელმწიფო მოხელე დიპლომატის რანგში არაერთი წლის განმავლობაში, არც შორს ვყოფილვარ საშინაო პოლიტიკისგან. თანამოაზრეთა ახალ გუნდთან ერთად ჩემი მიზანი არის, რომ ქვეყნის განვითარების კრიტიკულ ეტაპზე შეძლებისდაგვარად მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო ორი მთავარი მიმართულებით: 1. „ქართული ოცნების“ ქმედითუუნარო ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის დამთავრება ოქტომბრის არჩევნებით, კერძოდ ქვეყნის ისტორიაში პირველი ჭეშმარიტად კოალიციური პროდასავლური მმართველობის შექმნის გზით. 2. ეკონომიკის სწრაფი პროგრესი, რათა მეტი ფული გაჩნდეს თითოეული მოქალაქის ჯიბეში.

მიმაჩნია, რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრს გააჩნია საუკეთესო ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მიმართულია ერთდროულად დაბალანსებული ბიუჯეტისა და ბიუჯეტის გაჭირვებული ოჯახების მიმართულებით ორიენტირებისკენ. ეს ახალი ძალა, როგორც პროევროპული ცენტრისტული პარტია – სოციალურად ლიბერალური და ფისკალურად კონსერვატიული – განსაკუთრებით შეეცდება მოიპოვოს იმ ელექტორატის ხმები, რომელიც გულაცრუებულია ორპოლუსიანი კონფრონტაციული პოლიტიკური პეიზაჟით. ასეთი კი მოსახლეობის ნახევარზე მეტია.”,– წერს მამუკა კუდავა.

banner
წინა სტატიაში„თბილისი მოლში“ მაღაზია ZARA-ს ჭერი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაევროკომისარი: უვიზო მიმოსვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში იქნება მიღებული