კუდ-ის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი – ნავთლუღის სპეცოპერაციის შემდეგ შალვა თათუხაშვილმა მითხრა, სამი “ტრუპი” ავიკიდეთო

საქალაქო სასამართლოში “ნავთლუღის სპეცოპერაციის” პროცესი მიმდინარეობს.

როგორც კუდი-ს სპეცრაზმის ყოფილმა უფროსმა არჩილ არევაძემ სასამართლოში განაცხადა, 2006 წლის 12 იანვარს სამსახურში არ იმყოფებოდა, ვინაიდან ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მისმა მოადგილემ, შალვა თათუხაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ნავთლუღში სპეცოპერაცია ჩაატარეს და სამი გარდაცვლილი იყო.

“მე ვუთხარი, ჩემთან სახლში ამოსულიყო. გაფითრებული და ანერვიულებული იყო, თქვა, რომ სამი “ტრუპი” ავიკიდეთო. შალვამ მითხრა, რომ ისიც ისროდა, თუმცა მისი ხელით გარდაიცვალა თუ არა ვინმე, ეს არ უთქვამს. მითხრა, რომ სპეცრაზმს მონაწილეობა სპეცოპერაციაში არ მიუღია”, – განაცხადა არევაძემ ჩვენების მიცემისას.

banner
წინა სტატიაშიალეპოელი ექიმები ობამას დახმარებას სთხოვენ
შემდეგი სტატია5 წლის ასაკის ბავშვებისთვის სკოლაში შესაძლოა, მოსამზადებელი კლასი გაიხსნას