კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ დათა ახალაიას ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია

news
ავტ.: news ნოემბერი 17, 2016 14:04

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ დათა ახალაიას ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ დათა ახალაიას ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია.

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2006 ნავთლუღის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, მოწმის სტატუსით სკაიპით დაიკითხა. ის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეა.

დავით კუხიანიძემ განაცხადა, რომ ის ავტომანქანით იყო ნავთლუღის ავტოსადგურის ადგილზე მისული და გაიგო გასროლების ხმა, ხოლო ამის შემდეგ მოწმის განცხადებით, ორ წუთში მიიღეს ბრძანება შესულიყვნენ ტერიტორიაზე და როგორც ამბობს, ჰაერში სროლებით შევიდნენ ტერიტორიაზე.

კითხვაზე, თუ რატომ ისროდნენ ჰაერში მოწმემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ ვიდეო გადაღების მიზნით. ის ყვება, რომ ეს სპეცოპერაცია შალვა თათუხაშვილს უნდა დაეგეგმა.

მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ახალაიას საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია. მოწმემ თქვა, რომ ფიზიკურად ვერ მოასწრებდა მანქანიდან გადასვლას და ადგილზე მისვლას.

მოწმის განცხადებით, როდესაც ისინი შევიდნენ ტერიტორიაზე ახალგაზრდები უკვე გარდაცვლილები იყვნენ. თუმცა პროკურორის კითხვაზე აქვს თუ არა ინფორმაცია პირველი სროლების დროს სად იყვნენ ახალაია, დგებუაძე და მაზმიშვილი, მოწმემ განაცხადა რომ ეს ინფორმაცია არ აქვს.

მოწმე ამბობს, რომ საქართველოში ყოფნის დროს პროკურატურა მასზე ზეწოლას ახდენდა, რათა ეთქვა, რომ ახალაიამ და მაზმიშვილმა საკონტროლო გასროლა განახორციელეს. თუმცა, საქმის პროკურორები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ , რომ მოწმემ დღევანდელ პროცესზეც დაადასტურა, რომ მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული მამხილებელი ჩვენება სწორედ მას ეკუთვნის და ეს ჩვენება არის მართალი. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას და გიორგი დგებუაძეს ბრალი აქვთ წარდგენილი განზრახ მკვლელობის და უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით.

news
ავტ.: news ნოემბერი 17, 2016 14:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics