კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

რამდენიმე წუთის წინ, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.გავრცელებული ინფორმაციით პროკურატურას მასთან ,,ქრონიკა+“-ში მიტანილ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები.

სავარაუდოდ საქმე ეხება ფარული ჩანწერების სკანდალს.

“ცოტა ხნის წინ მე დამიკავშირდა პროკურატურის გამომძიებელი, რომელმაც მთხოვა, რომ სასწრაფოდ მოვსულიყავი დაკითხვაზე. სავარაუდოდ, საქმე ეხება დღეს მომხდარ სკანდალს, რომელიც შეეხება ფარულ ჩანაწერებს და პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მე უკვე ერთხელ ვარ დაკითხული და ჩემთვის გაუგებარია, რას ეხება ეს დღევანდელი დაკითხვა,“ – განაცხადა თემურ კენკებაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია:”ნაციონალური მოძრაობის” დროს მსგავსი შინაარსის კადრები არასდროს გამოქვეყნებულა
შემდეგი სტატიაჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს