კუჭავა: ზოგადად, პრობლემა დგას მიშენებებთან დაკავშირებით, რომელიც გვახსოვს 90-იანი წლებიდან საკმაოდ პოპულარული იყო

მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს, სწორი იქნება ამ საკითხებზე მოკლე ვადებში გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება შედის, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, მაია ბითაძის განმარტებით, ე.წ. დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას ეხება. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობას გამოეხმაურა კახა კუჭავა.

„ზოგადად, პრობლემა დგას მიშენებებთან დაკავშირებით, რომელიც გვახსოვს 90-იანი წლებიდან საკმაოდ პოპულარული იყო. აუცილებელია, იქ, სადაც არა მხოლოდ კითხვის ნიშანი ჩნდება, არამედ თითქმის ყველა მსგავს მიშენებებთან დაკავშირებით, კომისია შეიქმნას, შესაბამისმა ორგანომ იმსჯელოს და ჩვენი მხრიდანაც შეიძლება ინიციატივა წამოვიდეს, რომ ამ კუთხით მაქსიმალურად ყურადღება მიექცეს. მინიმუმ, კარგად უნდა გვესმოდეს, რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს აქედან და შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. ამიტომ ყველაზე სწორი იქნება ამ საკითხების ერთად თავმოყრა და შემდეგ, მოკლე ვადებში გადაწყვეტილების მიღება მოხდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ახალ პროგრამაზე მუშაობს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილმა საქართველო-ავსტრიის ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია