კუჭავა ჟურნალისტებს – ირაკლი კობახიძე არის გუნდის უდავო ლიდერი, რომელიც კიდევ ერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს 2 ოქტომბერს

ირაკლი კობახიძე არის შტაბის ხელმძღვანელი, გუნდის უდავო ლიდერი, რომელიც კიდევ ერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს 2 ოქტომბერს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს მაჟორიტარების წარდგენას რატომ არ ესწრება.

ამასთან, კითხვაზე „ხომ არ ჩახსნეს ირაკლი კობახიძე“, კუჭავა ამბობს – „რა სისულელეა“.

„ირაკლი კობახიძე მუშაობს როგორც შტაბის ხელმძღვანელი. ასე იყო წლების განმავლობაში. წინა წარდგენებზეც იყო პრემიერი და გენერალური მდივანი. ნუ ნერვიულობთ, ის ოფისშია და ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი, როდესაც საჭირო გახდება“,- განაცხადა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მოგიწოდებთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის და ახლობლების ჯანმრთელობას