კუჭავა: უკანონო მოსმენა ყველა შემთხვევაში დანაშაულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, უკანონო მოსმენა ყველა შემთხვევაში დანაშაულია და არავის მოსმენა არაა კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მიუხედავად ამისა, კუჭავა ამბობს, რომ ის, თუ კანონიერების ფარგლებში ვის მოუსმენს სუს-ი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია.

“თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, ესე იგი უკვე დარღვევაა და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური რას ჩათვლის და ვის ჩათვლის მოუსმინოს კანონიერების ფარგლებში ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყების მიერ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ მოსმენა იქნება თუ შემდეგ სხვა ზომებიც მიღებული პარლამენტში, ეს ის კითხვებია, რომლებიც უნდა დაისვას და შესაბამისმა წარმომადგენლებმა ამ უწყებიდან გასცენ პასუხი.

არავის მოსმენა არაა კონონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებირვი საფუძველი არ არსებობს”, – თქვა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიხმაური დმანისში- დაჭრილია ოპოზიციის 2 მხარდამჭერი
შემდეგი სტატიაოქრიაშვილია ამბობს, რომ დმანისში 2 აქტივისტი ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა და მისმა შვილმა დაჭრეს