კუჭავა – სიძულვილის ენის გამოყენება არ არის ის ფორმა, რომლითაც ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული

მივიჩნევ, რომ სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე, ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ადგილზე გამოკრულ ბანერებს შეეხებოდა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, სიძულვილის ენის გამოყენება არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული.

კითხვაზე, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებზეა გადაკრული და რამდენად მისაღებია ეს, კახა კუჭავამ აღნიშნა: „ვაქცინაცია ის საკითხია, რომელზეც ყველა ერთად უნდა ვიყოთ მობილიზებული, გაერთიანებული და შეიძლება, სხვა ადგილი გამოიყენონ თუ ამის სურვილია. ზოგადად ვთვლი, რომ სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე იქნება ამ ქვეყნისთვის უკეთესი. ზოგადად სიძულვილის ენის გამოყენება საჯაროდ ბანერებით მით უმეტეს არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული“, – განაცხადა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევიდან თბილისში 705, იმერეთში – 492, კახეთში – 319 გამოვლინდა
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა – უკანონო მოსმენა ყოვლად მიუღებელია