კუჭავა – ნდობისა და ძმობის აღდგენით შევძლებთ, გავაერთიანოთ ქვეყანა

1993 წლის 27 სექტემბერი ძალიან ტრაგიკული დღეა ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომელიც აუცილებელია, სწორედ იყოს მიწოდებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

„1993 წლის 27 სექტემბერი ძალიან ტრაგიკული დღეა ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომელიც აუცილებელია, სწორედ იყოს მიწოდებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებისთვის. პირველ რიგში, რასაც ვგულისხმობ, ეს არის ნდობისა და ძმობის აღდგენა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, მალე გამოიღებს შედეგს და ქვეყანას გავაერთიანებთ. გავაერთიანებთ ჩვენს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – საჭიროა ქმედება და არა ოცნება, რომ აფხაზეთში დავბრუნდეთ
შემდეგი სტატიაახვლედიანი – სწორედ ჩვენი გმირების თავგანწირვის სულისკვეთებით, უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება