კუჭავა: მინდა, ყველა მერს ყველა მუნიციპალიტეტში, ვინც გაიმარჯვა, მივულოცო და წარმატება ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე არჩევნებში გამარჯვებულებს მიულოცა.

კუჭავამ აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, იმ დაპირებების შესრულება, რომელიც მმართველმა გუნდმა გასცა.

„პირველ რიგში, მინდა, ყველა მერს ყველა მუნიციპალიტეტში, ვინც გაიმარჯვა, მივულოცო და წარმატება ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში. იმედი გვაქვს, რომ ყველა იქნება წარმატებული თავისი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. ჩვენი მხრიდან დასრულდა ეს წინასაარჩევნო პერიოდები. არჩევნები დასრულდა. მნიშვნელოვანია ახლა ის დღის წესრიგი, რომელიც გვაქვს პარლამენტში. ბოლომდე დავუთმოთ ჩვენი ენერგია, დრო და მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლოთ იმ დაპირებების შესრულება, რომელიც გავეცით. ხვალ ვხსნით სესიას. სამშაბათი დაიწყება განცხადებებით, შემდეგ გვექნება განსახილველი საკითხები და კენჭისყრები“, – განაცხადა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- EBRD -ის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე
შემდეგი სტატიაახვლედიანის ქუჩაზე ჩინელი ქალი მოკლეს