კუჭავა: დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას

ოლარიზაციის შემცირება არ გახლავთ რომელიმე ერთი, კონკრეტული ჯგუფის საქმე – მას საერთო ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-13 ყოველწლიური ასამბლეის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ მუშაობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-13 ყოველწლიურ ასამბლეაში და პანდემიის მიუხედავად, გვაქვს შესაძლებლობა, ერთმანეთს მოსაზრებები ონლაინ გავუზიაროთ. აღსანიშნავია, რომ მთავრობებსა და პარლამენტებს შორის კავშირებთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ ერთი – სამოქალაქო საზოგადოების და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულება აქტიურია, რაც დადებითად აისახება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამუშაო პროცესზე. მთავარი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს არის დღეს არსებული პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. სულ რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მივიღე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში, რომლის მთავარი თემა იყო დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის, პოლარიზაცია. ეს არის საკითხი, რაც მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს აღელვებს. პოლარიზაციის შემცირება არ გახლავთ რომელიმე ერთი, კონკრეტული ჯგუფის საქმე – მას საერთო ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას. მით უმეტეს, რომ საქართველო ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რომლის მძიმე შედეგებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, თუ კორონავირუსის პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო მნიშვნელოვნად დააზარალა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: დიახ, ვიყავი სპა რეზორტში, იქ ილჰამ ალიევს შევხვდი, პროცედურებსაც ვიტარებდი