კუჭავა – ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს, ეს დღე გვახსენებს ჩვენს თვითმყოფადობას, წარსულს და მომავალს

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერლის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც დღეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი ჩამოასვენეს.

„ეს არის დღეები, როდესაც განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას იწვევს, გვახსენებს ჩვენს თვითმყოფადობას, წარსულს, ჩვენს მომავალს. ეს ნამდვილად ერთ-ერთი ის დღე არის და ამ ემოციებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოხარული ვართ, რომ ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ.

22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი, გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – სიმბოლური დღეა, რადგან საქართველოს ჯარის დამაარსებელი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში
შემდეგი სტატიამარიამ დაბო – ბაბუაჩემი ბრუნდება თავის სამშობლოში, ეს ახდენილი ოცნებაა, მას ძალიან უნდოდა დაბრუნება დემოკრატიულ საქართველოში