კუჭავა აუდიოჩანაწერებზე – ექსპერტული დასკვნა უნდა ადგენდეს ფალსიფიცირებულია თუ არა, მე ვერ გეტყვით

ექსპერტული დასკვნა უნდა ადგენდეს საბოლოოდ, ფალსიფიცირებულია თუ არა – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, პროკურატურის გუშინდელ ბრიფინგთან დაკავშირებით, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ბერა-ღარიბაშვილ-ჩუბინიძის სკანდალური აუდიოჩანაწერები გაყალბებული და ფალსიფიცირებულია.

კუჭავას თქმითვე, გამოძიების გადასაწყვეტია გამოიკითხებიან თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი.

“ექსპერტული დასკვნა უნდა ადგენდეს საბოლოოდ, ფალსიფიცირებულია თუ არა. მე ამას ვერ გეტყვით. ერთადერთი, შეგვიძლია, განცხადებას ვენდოთ და თუ ვინმეს შეეპარება ეჭვი ფალსიფიკაციაში, აუცილებელია, ხელმეორედ ჩატარდეს ექსპერტიზა სხვა ექსპერტების მონაწილეობით. მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა გამოიკითხოს და ვინ არა. გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს. თუ ჩათვლიან, რომ საჭიროა ვიღაც პირების გამოკითხვა, ნებისმიერი ასეთი ადამიანი, ვინც შეიძლება, იყოს საქმისთვის მნიშვნელოვანი, აუცილებელია, დაიკითხოს” – თქვა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიაქუბარდია – კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შევიმუშავებთ, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლის საკითხი წინ წავწიოთ
შემდეგი სტატია20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება