კუჭავა – არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე… დარღვევა იყო – ეს ფაქტია

კახა კუჭავა აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკიანი პირბადით მისვლა დარღვევა იყო და, სავარაუდოდ, ამის გამო ის დაჯარიმდება კიდეც.

„დილით რვა საათზე ვეცადე ტრადიციულად პირველი მივსულიყავი უბანზე, არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. დარღვევა იყო – ეს ფაქტია. ვიცი, რომ შესაბამისი რეაგირებაც იქნება და, როგორც ჩანს, ჯარიმის გადახდაც მომიწევს. მნიშვნელობა არ აქვს, ვისგან შეიძლება მოდიოდეს დარღვევა. რეაგირება იქნება შესაბამისი”, – აცხადებს კახა კუჭავა.

banner
წინა სტატიაშიმედოევი – სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა, საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოითხოვოს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს – წინა შემთხვევაშიც ამბობდნენ, რომ არჩევნები მოიგეს