კუბლაშვილს, საერთოდ არ გაეგება მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ადვოკატის ეთიკა რას ნიშნავს – ბაია პატარაია

კუბლაშვილს, საერთოდ არ გაეგება მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ადვოკატის ეთიკა რას ნიშნავს – ამის შესახებ, ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი და თამთა თოდაძის ადვოკატი, ბაია პატარაია აცხადებს. როგორც პატარაიამ აღნიშნა, მარიამ კუბლაშვილთან დებატებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისივე თქმით, დებატები თამთა თოდაძის დისკრედიტაციას ემსახურება.

“მარიამ კუბლაშვილს რომ რაღაც სანახაობების მოწყობა უნდა ეთერში, ეს არც მართლმსაჯულების ინტერესებში შედის და არც დაზარალებულის ინტერესებში. როგორც ჩანს, ამ ადვოკატს საერთოდ არ გაეგება მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ადვოკატის ეთიკა რას ნიშნავს”, – განაცხადა პატარაიამ.

მისივე თქმით, ისინი არ აპირებენ კუბლაშვილის ბრალდებებს ლეგიტიმაცია მისცენ და “ეთერში თავი იმართლონ”.

“თამთა თოდაძის წინააღმდეგ არა მხოლოდ კუბლაშვილი არამედ მთელი სუსი და ტროლების ფაბრიკაა ჩართული და ცდილობენ, ამ ადამიანის დისკრედიტაცია მოახდინონ. უვრცელებენ ათასგვარ ჭორს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ახალ კიდევ ეს არ კმარა და უნდათ, რომ თამთა გამოდგეს და თითოეულ ასეთ მოგონილ ჭორზე თავი იმართლოს”, – აღნიშნა პატარაიამ.

banner
წინა სტატიაშიყველა პასუხისმგებლიანმა ოპოზიციურმა ძალამ უნდა გააკეთოს მკაფიო განაცხადი, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა და შურისძიება არ იქნება – ბაქრაძე
შემდეგი სტატიაანდრია გვიდიანი – შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების ინიციატივა ბიზნესთან სახიფათო თამაშია