კუბილიუსს „ნაცმოძრაობის“ გარეშე საქართველო ევროკავშირში ვერ წარმოუდგენია, საზოგადოებამ კარგად გაიგო, ვინ არის კუბილიუსი – კობახიძე

კუბილიუსს „ნაცმოძრაობის“ გარეშე საქართველო ევროკავშირში ვერ წარმოუდგენია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსი არ მიიღონ. იმპიჩმენტის ინიციატივაც ამის გამოხატულებაა, ევროპაში ვერ იპოვი ქვეყანას, სადაც მთავრობა ასე ექცევა თავის პრეზიდენტს“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებამ კარგად გაიგო, ვინ არის კუბილიუსი.

„გასაგებია მათი მეგობრობა, მათი ურთიერთობა. ვინ არის კუბილიუსი, ძალიან კარგად გაიგო ქართულმა საზოგადოებამ. კუბილიუსს „ნაცმოძრაობის“ გარეშე ევროკავშირი ვერ წარმოუდგენია. ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობის“ ბელადი საკუთარი კეთილდღეობისთვის ხარჯავდა საბიუჯეტო მილიონებს, ახლა იგივე ადამიანები კანონიერ ხარჯებზე სვამენ კითხვებს – კობახიძე
შემდეგი სტატიაგმირს, რომელიც “დიდება უკრაინას!” ფრაზის გამო ოკუპანტებმა დახვრიტეს, თბილისში ძეგლი დაუდგეს