კუბილიუსი – ვფიქრობ, ქართველი ხალხი არჩევანის წინაშე დადგება, ან “ოცნება” ან ინტეგრაცია EU-სა და NATO-ში

ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ მალე დადგება დრო, როდესაც ქართველ ხალხი არჩევანის წინაშე დადგება – ან “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ან ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. მისი თქმით, შეცდომები რასაც ხელისუფლება უშვებს ქვეყნის იმიჯს ანგრევს.

“რაც შეეხება საქართველოს ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ეს ქვეყანა ძალიან აზიანებს თავის პოზიციას და ამასთანავე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი მართლა სურს თუ არა ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. მე ქართული ოცნების რამდენიმე წევრთან მისაუბრია და მითქვამს რომ ღიად დამიფიქსირებია ის შეცდომები რომლებსაც ისინი უშვებენ. ეს შეცდომები საქართველოს იმიჯს ანგრევს. ვფიქრობ, მალე დადგება დრო, როდესაც ქართველ ხალხი არჩევანის წინაშე დადგება: ან ქართული ოცნება ხელისუფლებაში ან ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში”, – თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც მიმართა და სთხოვა, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ამით მან უკვე ბევრს მიაღწია.

“რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვუყურებთ, როგორ ექცევა მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილს, განსაკუთრებით იმის გავითვალისწინებთ, თუ რამდენი გააკეთა მესამე პრეზიდენტმა საქართველოსთვის და როგორ გაიყვანა ქვეყანა აღმოსავლეთის პარტნიორობის ლიდერ ქვეყნებს შორის. მე არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს საიმისოდ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ასეთ ქცევაზე უარი თქვას, მაგრამ შემიძლია პირდაპირ მივმართო მიხეილ სააკაშვილს. მე ვფიქრობ, თავისი შიმშილობით მან უკვე ბევრს მიაღწია. მთელი მსოფლიოს ყურადღება გადაიტანა საქართველოზე. ამიტომ, ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილის მეგობრის, ვთოხვთ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან მისი ჯანმრთელობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

წინა სტატიაშიარ უნდა გამოგვრჩეს პოლიტიკური დევნის არცერთი სუბიექტი და არცერთი ფაქტი, რომელსაც საქართველოში ექნება ადგილი – აკაკი ბობოხიძე
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტროსთან პოლიციასთან დაპირისპირებისას აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა