კუბილიუსი: რუსეთთან ივანიშვილის კავშირებზე ინფორმაცია გვაქვს, არ გამიკვირდება სანქციები

“რა თქმა უნდა დამატებითი ინფორმაციაა საჭირო, რომელიც უნდა შეგროვდეს ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების მიერ…ეს არ არის ახალი ხილი, იცით მოლდოველი ოლიგარქის სანქციების შესახებ, რომელიც გაიქცა ქვეყნიდან. ასევე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის დასანქცირება. ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია, როგორო იქცევა ბიძინა ივანიშვილი, რა გავლენა აქვს მმართველ პარტიაზე და რუსეთთან მისი კავშირების შესახებ გაგვაჩნია ინფორმაცია – რუსეთის სხვადასხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებთან. არ გამიკვირდება, თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები იქნება შემოღებული ან ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ”,-განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა.

“კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. და რაღაც პერიოდში მიღწეული იქნება ეს, თუ რა თქმა უნდა საქართველო შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. მაგრამ საქართველოს მდგომარეობა ასევე დამოკიდებულია მთავრობის ქცევაზე. ამასთან, საქართველოს მთავრობა არ არის მთლიანად საქართველო. სამწუხაროდ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილი უდრის საქართველოს სახელმწიფოს, ყველა ვინც აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის ქცევას – ყველა არის საქართველოს მტერი, ეს აჩვენებს, რომ პრობლემა არის საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა.

თუ პოლიტიკურ ლიდერებს უნდათ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ისინი უნდა იქცეოდნენ როგორც პოლიტიკური ლიდერები ევროპული ქვეყნებისა, ყველას დადანაშაულება უნდა შეწყვიტონ და რეალურ პრობლემებს უნდა მიაქციონ ყურადღება, რომლებიც ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში დაასახელა”,-განაცხადა ევროპარლამენტარმა.

banner
წინა სტატიაში“ტყუილია… საქართველოს ომში ჩათრევა ევროპარლამენტში არავის უნდა “- კრამონი
შემდეგი სტატიაუცხოელს და უკრაინელ ქალს, რომლებიც ოდესის სანაპიროზე ხალხის თანდასწრებით სექსუალურ სურვილებს იკმაყოფილებდნენ , პატიმრობა ემუქრებათ