კუბილიუსი: რუსეთი უხეშად არღვევს 2008 წლის შეთანხმების პირობებს

region
ავტ.: region აგვისტო 7, 2020 17:12

კუბილიუსი: რუსეთი უხეშად არღვევს 2008 წლის შეთანხმების პირობებს

ევროპარლამენტარი და ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავს Twitter-ზე ეხმაურება.

კუბილიუსი ამბობს, რომ რუსეთის განგრძობითი პროვოკაციები საოკუპაციო ძალების არალეგალურად განლაგებით და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მცოცავი ანექსიით, უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების პირობებს.

“იმპერიალისტური რუსეთის ეს გზა განწირულია. ერთადერთი ევროპული გზა რუსეთისთვის არის ის, რომ მიბაძოს საქართველოს, რომელიც ევროპული რეფორმების წარმატებით გატარების მაგალითია.” – წერს ევროპარლამენტარი.

2008 წელს რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

region
ავტ.: region აგვისტო 7, 2020 17:12