კუბილიუსი: მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას პოლიტიკურად მიიჩნევენ ევროპარლამენტში

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას პოლიტიკურად მიიჩნევენ ევროპარლამენტში. ანდრიუს კუბილიუსი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ბერკეტს ხელისუფლება აქტიურად იყენებს, რაც საქართველოს ევროპულ გზაზე სვლას აფერხებს

“ზოგადად ვიტყოდი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის. რა თქმა უნდა მე ვერ ვიმსჯელებ რა ბრალდებები აქვს წაყენებული, დამტკიცებული, ან რა ბრალდებები უნდა წაუყენონ მომავალში, მაგრამ რასაც ვუყურებ ამ ყველაფერს პოლიტიკური მართლმსაჯულების სუნი ასდის. მე მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს პრაქტიკა შეაჩეროს და არამხოლოდ სააკაშვილს, არამედ ყველა სხვა შემთხვევაში ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო პროცესები იმართებოდეს” ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე: ცხრაწლიან მმართველობასთან დაკავშირებით ბოდიშები სრულიად ფლიდური იყო
შემდეგი სტატიაალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ევროპარლამენტარები ენმ-ს ლობისტები არიან