კუბილიუსი: ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება საქართველოსთვის, არ დაუშვათ შეცდომა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 14, 2020 20:42

კუბილიუსი: ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება საქართველოსთვის, არ დაუშვათ შეცდომა

“ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია საქართველოსთვის, იმიტომ, რომ იმ მოვლენების გამო, რაც სხვადასხვა ქვეყანაში ევროკავშირის სამეზობლოში ვითარდება, ჩვენც აქ ევროპარლამენტში მეტ ყურადღებას ვაქცევთ ძირითად ღირებულებებს –როგორ მუშაობს დემოკრატია? როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა? მინდა, ვთხოვო საქართველოს, არ დაუშვან შეცდომები, არ დაიწყოს უკუსვლა განვითარების კუთხით, იმიტომ, რომ ევროკავშირის პირობები მარტივია – მეტი მეტისთვის, ნაკლები ნაკლებისთვის. ასე რომ, თუკი დემოკრატიის ან კანონის უზენაესობის კუთხით არის უკუსვლა, საქართველოს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ამას ევროკავშირისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვება”-აცხადებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე  ანდრიუს კუბილიუსი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 14, 2020 20:42