რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ? – ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „პირველ ხაზთან“ რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც შეიძლება ოლიგარქს პოლიტიკაში დაბრუნების მოტივი გასჩენოდა.
ერთ-ერთი არის ის, რომ მმართველი პარტია შეიძლება ხალხის მხარდაჭერას კარგავდეს და ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვა არ უნდა. გარდა ამისა, ევროპარლამენტარი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის დაბრუნების მოტივი სანქციებისგან თავის დაცვა ყოფილიყო.
ჩვენი გადმოსახედიდან, ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა პოლიტიკიდან ჩამოშორებული. ის ყოველთვის იყო ხელმძღვანელი ქართული ოცნების, თუმცა ჩრდილქვეშ. როცა მან გამოაცხადა რომ ბრუნდება და გამოდის ჩრდილიდან, ახლა უკვე ოფიციალურად დაიკავებს წამყვან პოზიციას „ქართულ ოცნებაში“, ეს ერთი.
მეორე, საინტერესო შეკითხვაა, რატომ გადაწყვიტა მან ეს? – ჩვენი აზრი ძალიან მარტივია, სავარაუდოდ, არის დიდი გამოწვევები „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის. შეიძლება ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ მისი პარტია კარგავს ხალხის მხარდაჭერას და ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მას შეიძლება პრობლემა შეუქმნას ევროპულმა ან ამერიკულმა სანქციებმა და ამიტომ გადაწყვიტა ჩართულიყო პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში, დასავლური დემოკრატიული წყობა ვერ გაატარებს მის წინააღმდეგ სანქციებს, ეს არის ის, რაც შეიძლება ვივარაუდოთ.
ბოლოს, დეოლიგარქიზაცია და როგორც ჩემი კოლეგა ამბობდა, დებიძინიზაცია ქართული პოლიტიკის არ იყო ერთ-ერთი ძირითადი პირობა, რათა მიეღო კანდიდატის სტატუსი და ახლა მან გადაწყვიტა, გადადგა ასეთი ნაბიჯი, რომ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში ოფიციალურად, აეღო თავის თავზე ლიდერის პოზიცია ოფიციალურად და ეს არის საწინააღმდეგო იმისი, რასაც ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს, ეს არის მისი რეაქცია,“ – ამბობს კუბილიუსი.