კუბილიუსი დიალოგზე: ძალიან რთულია საქართველოს ასეთ ღრმა და ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისში ყურება

„ვეცდები, არ დავიწყო სერიოზული განცხადებით, რომ ჩემი მოხსნება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე იმდენად მნიშვნელოვანია, ვიღაც ცდილობდა ჩემი სიგნალის ჩახშობას. ჩვენ ეს კრიზისი აღმოვფხვერით და იმედი მაქვს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსაც დავძლევთ.

ძალიან რთულია საქართველოს ასეთ ღრმა და ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისში ყურება, რადგან ეს არის დემოკრატიის კრიზისი. დემოკრატიის სიმწიფე ნიშნავს არჩევნების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და არაპოლიტიზირებულ სამართალს. ერთი წლის წინ გულწრფელად მივულოცე 8 მარტის შეთანხმება და იმედი მქონდა, რომ დემოკრატია ნორმალურ ყოფას დაუბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ საქართველო იმაზე რთულ, უარეს სიტუაციაშია, ვიდრე იყო. არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო საქართველოს პოლიტიკურ თამაშებში, სადაც ერთმანეთს ადანაშუალებენ. მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ მოქცევა ნამდვილი ევროპელებივით, რომლებიც ისწრაფვიან, ევროპული საზოგადოების წევრი გახნდნენ. გამოვიყენებ შესაძლებლობას და შევაქებ იმ საქმეს, რომელიც შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრები საქართველოში ხვდებიან, რომ ეს არის მათ კრიზისში ჩვენი უმაღლესი ჩართულობა და მოვუწოდებ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, კრახი არ განიცადონ ამ შესაძლებლობაში“, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: დღეს გვითხრეს, რომ არის წმინდა ოჯახი, შეეხები მას და ვიღაცა მოგიკაკუნებს კარებზე,
შემდეგი სტატიაფოტიგა: ცუდი ამბავია ოპოზიციის ოფისში შეჭრა და ლიდერის თვითნებური დაკავება