კუბილიუსი: არის პრობლემები, რომლებიც მმართველმა პარტიამ უნდა მოაგვაროს

„ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ ოჯახში ვართ და ვუცხადებთ მათ, რომ ამ კრიზისს არ მოაქვს პოზიტიური იმიჯი საქართველოსთვის”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

კუბილიუსის თქმით, პოზიციასა თუ ოპოზიციას ჰქონდა უნარი საუკეთესო გადაწყვეტილებაზე შეთანხმებულიყვნენ.
„არის პრობლემები, რომლებიც მმართველმა პარტიამ უნდა მოაგვაროს, მაგრამ მე მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, რომ რეალურად გაიგონ თავიანთი პასუხისმგებლობა, რომ გამოვიდნენ კრიზისიდან. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, სანამ ევროკავშირისა და ნატოს წევრები გავხდებოდით, ჩვენ გავდიოდით ძალიან რთულ პოლიტიკურ კრიზისებს, როცა პოლიტიკური პარტიები ვერ ხედავდნენ შეთანხმების გზას, მაგრამ მას შემდეგ გვაქვს ნათელი გაგება იმისა, რომ ასეთი პოლიტიკური კრიზისები, რეალურად აზიანებს ჩვენს პერსპექტივას. ამის შემდეგ, ეს ეხებოდა პოზიციასა თუ ოპოზიციას ორივე მხარეს უნარი ჰქონდა საუკეთესო გადაწყვეტილებაზე შეთანხმებულიყვნენ“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

18 მარტს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების მედიატორიბით გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: კვლევები მიმდინარეობს, კოვიდგადატანილი ერთხელ აიცრას თუ ორჯერ
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ბიძინა თმობდა პროპორციულ სისტემას – ჩვენ გალობა დავიწყეთ