კუბაში დაახლოებით 115 დემონსტრანტი დაიჭირეს

მინიმუმ 115 დემონსტრანტი დაიჭირეს კუბაში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციაზე, რომელიც უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე პირველად ტარდება. 13 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულთა შორის საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნაშიონალის” წარმომადგენლები, ცნობილი დისიდენტები და ჟურნალისტები არიან. გავრცელებულ ვიდეოში უცნობი პირები, რომლებიც აქტივისტების თქმით, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები არიან, აქციის მონაცილეებს ცემენ. მედიის წარმომადგენლებისა და აქტივისტების სახლებში ჩხრეკა მიდის – “დოიჩე ველე” წერს. წუხელ რამდენიმე დაღუპულსა და უგზოუკვლოდ დაკარგულზეც გავრცელდა ინფორმაცია.
მასობრივი საპროტესტო აქციები კუბის ქალაქებში ერთდროულად 11 ივლისს დაიწყო. ხალხი ეკონომიკური პრობლემებისა და რეპრესიების წინააღმდეგ გამოდის.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 5-6 ივლისის მოვლენებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაპროექტის „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი მოეწყობა