კუბასა და საბერძნეთში საქართველოს ელჩები თანამდებობებს ტოვებენ

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდება.

კუბის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გია ნიკოლაიშვილი თანამდებობას მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან დატოვებს.

2020 წლის პირველი იანვრიდან თანამდებობას დატოვებს საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩების ცვლილება როტაციის ვადის გასვლის გამო ხდება.

ამასთან, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე არჩილ ყარაულაშვილი ინიშნება. დიპლომატი მუშაობას 11 ნოემბრიდან შეუდგება.

დადგენილი პროცედურით, შესაბამისი წინადადებებით პრეზიდენტს საქართველოს მთავრობამ მიმართა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ქუჩებში უკვე 420 “შმაქსისტი” მოძრაობს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : საერთაშორისო დამკვირვებლების გატაცება უპრეცედენტო და ზღვარგადასულია, ჩვენ ამას ვგმობთ