კუბას ხელმძღვანელის პოსტზე მიგელ დიას-კანელი დაასახელეს

კუბას სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე მიგელ დიას-კანელი 18 აპრილს ამ ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაასახელეს. ის ერთადერთი პრეტენდენტია ამ პოსტზე. მისი კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაადასტუროს. კენჭისყრის შედეგები 19 აპრილს გამოცხადდება.
სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი თანამდებობაა მთავრობაში და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. ადრე მისი ხელმძღვანელები იყვნენ რაულ კასტრო, უფრო ადრე კი – ფიდელ კასტრო. რაულს კასტრო ახლა კუბას კომუნისტური პარტიის თავმჯდომარეა. კასტროები კუბას 1959 წლიდან მართავდნენ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა ისევ განაახლა რუსეთის მისამართით ბრალდებები
შემდეგი სტატიატრამპი: ისრაელზე უკეთესი მეგობრი არსად გვყავს