8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

კშიშტოფ ბრეიზა ევროკომისიას საქართველოში კრემლის პროპაგანდის საფრთხის ანალიზისა და შესაძლო რეაგირებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი  კშიშტოფ ბრეიზა ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს და გაანალიზოს ის საფრთხე, რომელიც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში კრემლის პროპაგანდას მოაქვს.

“დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია “იმედისა” და “პოსტ ტვ”-ის დასანქცირების გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის რუსეთის საზღვრებს გარეთ ინფორმაციის მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, შესაბამისად, ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება უცხოური ჩარევის მიმართ მდგრადობის დაცვაზე, ევროპის კავშირის ღირებულებებთან და მისი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.

კანდიდატ ქვეყანაში კრემლის მხარდამჭერი ნარატივების სისტემატური გავრცელება პირდაპირ გავლენას ახდენს გაფართოების პროცესის სანდოობაზე. ამ კონტექსტში:
აფასებს თუ არა საგარეო კომისია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურთან ერთად დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების საფუძველსა და მტკიცებულებებს იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა მსგავსი სიების განხილვა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების ფარგლებში?
რა ინსტრუმენტების გამოყენებისთვის არის მზად კომისია, როდესაც კანდიდატი ქვეყნების მედიასაშუალებები ხელს უწყობენ რუსეთის ჩარევას?

როგორ აპირებს კომისია, ასეთ შემთხვევაში, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფას?”_ წერს ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილში.

ბრეიზას წერილის თარგმანს ტვ პირველი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: “ოცნების” მმართველობის ყოველი დღე საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე ჩიხად იქცა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: დამეხმარეთ “ფლომასტერის მოსამართლეს” გავაგებინო, რომ რაც უნდა ის განაჩენი გააფორმოს