კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მომხდარი ინციდენტის შედეგად კლინიკა,,რუსთავში” გადმოყვანილი წვევამდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მომხდარი ინციდენტის შედეგად კლინიკა,,რუსთავში” გადმოყვანილი წვევამდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.როგორc მორიგე ექიმმა ,თამარ იაკობიძემ Tv4 -ს განუცხადა პაციენტი კლინიკა რუსთავში გულისყრით შემოიყვანეს. წვევამდელის ოჯახის ვარაუდით,პაციენტს თავზე ტრამვები აღენიშნებოდა,თუმცა ექიმის ინფორმაციით შესაბამისი კვლევის შედეგად არანაირი ტრამვა არ დაფიქსირდა.

შეგახსენებთ , მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, მოხდა მცირედი შელაპარაკება, რა დროსაც ემოციური ფონის გამო, ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელს დაზიანებები არ აქვს მიღებული და მას სამედიცინო დაწესებულებიდან მალე გაწერენ

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ზუგდიდის მკვიდრი მოკლეს
შემდეგი სტატიასირიიდან წასვლის მიუხედავად აშშ “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლას გააგრძელებს