კრწანისის რაიონში ხანძრის შედეგად დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სამი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

reabilitaciaკრწანისის რაიონში ხანძრის შედეგად დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სამი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა.

ერეკლე II-ს ქ.N21-სა და კოტე აფხაზის ქ.N32-ში შეკეთდა სახურავის დამწვარი ფრაგმენტები, აბესაძის ქ. N20-ში კი – შემინული აივანი და სადარბაზოს შესასვლელი ხის ორი კარი. სამივე სახლი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწვა.

შესრულებულ სამუშაოს ადგილზე გაეცნო კრწანისის რაიონის გამგებელი. გიორგი კოპალეიშვილმა ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის ძირითადი პრინციპების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით ამ შენობების რეაბილიტაციას, ვინაიდან სამივე სახლი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლია. მოძიებულ იქნა საარქივო მასალა და სამუშაო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეთანხმებული პროექტების მიხედვით განხორციელდა“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამას ტანგო
შემდეგი სტატიათანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ