კრწანისის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

კრწანისის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. შეზღუდვა 30 ნოემბრამდე იმოქმედებს.

მოედანზე „ჭკვიანი შუქნიშნებით“ კონტროლირებადი ზებრა გადასასვლელი და გამწვანების ელემენტებით, უსაფრთხოების კუნძულები განთავსდება.

ამასთანავე, სრულად იქნება ათვისებული მოედანზე არსებული, გამოუყენებელი ტერიტორია და მისი მასშტაბი, რათა ქალაქში კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეიქმნას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება.

banner
წინა სტატიაში“შესანიღბად კურიერის ჩანთას და სკუტერს იყენებდა” – ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიალევან რატიანი : თავი დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი შევიკავოთ, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც