“კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩენი პოლიციაში გარდაიცვალა

რუსეთში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი, ასხაბ უსპანოვი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “Агентство” დაღუპულის დედაზე, ტაისა უსპანოვაზე, დაყრდნობით ავრცელებს.

დედის თქმით, ასხაბ უსპანოვი მაშინ დააკავეს, როცა მეუღლესთან ერთად სამსახურში მიდიოდა. დაკავების შემდეგ მან მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისვლა საჭირო არ იყო, რადგან სამართალდამცავებს “მასზე არაფერი ჰქონდათ”. თუმცა, მოგვიანებით ისევ დარეკა და მისვლა სთხოვა. როდესაც მეუღლე განყოფილებაში მივიდა, დარეკვიდან ორი საათის შემდეგ, უთხრეს, რომ მისი ქმარი გარდაცვლილი იყო.

მისი გარდაცვლაების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ჩეჩნურ ოპოზიციურ Telegram არხზეც, სადაც წერენ, რომ ​უსპანოვს გატეხილი ჰქონდა ნეკნები და ხერხემალი, სხეულზე კი დახრჩობის და სისხლჩაქცევების ნიშნები აღენიშნებოდა. 1ADAT-მა გამოაქვეყნა მორგში გადაღებული ვიდეოც, სადაც უსუპოვის ცხედარზე ძალადობის ნიშნები ჩანს. ვიდეოს ავტორი ირწმუნება, რომ პოლიციამ უსპანოვის თვითმკვლელობა დანაშაულის დაფარვის მიზნით მოაწყო. თუმცა, უსპანოვის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიასა და ტერაქტში მის მონაწილეობას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს