„კრიზისის ერთადერთი გადაწყვეტა დიპლომატიაშია და არა ომში” – პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობაზე

“რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ საქართველოსათვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაში დახმარებით, ის რეგიონში მეგობრებს შეიძენს, კრიზისის ერთადერთი გადაწყვეტა კი დიპლომატიაშია და არა ომში”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საქართველომ პასპორტის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით ყველა ვალდებულება შეასრულა და საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მიმოსვლა შენგენის სივრცეში უნდა დაჩქარდეს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პარალელურად, საქართველოსთვის უფრო დიდი მიზანი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის – NATO-ს წევრობაა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ გუნავა ამირან ლაგვილავას ,,ენმს” წევრობას ადასტურებს
შემდეგი სტატია“ჩვენ გვაქვს ცუდი კანონმდებლობა, მაგრამ გვაქვს იუსტიციის საბჭო, რომელიც კარგად ირგებს ამ კანონმდებლობას”