კრიზისების მართვის საბჭო არის გადაყენებული ჩინოვნიკების თავშესაფარი – ირმა ნადირაშვილი

პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე უმცირესობის წარმომადგენლებმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში გავრცელებული სტიქიის საკითხი წამოჭრეს. ოპოზიციამ კრიზისების მართვის საბჭოს არაეფექტური უწოდა, რისთვისაც მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ოპოზიციის დეპუტატებმა საბჭოს მუშაობის შესახებ არაფერი იციან.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ კრიზისების მართვის საბჭო გადაყენებული ჩინოვნიკების თავშესაფრად გადაიქცა.

„მინდა ირაკლი სესიაშვილმა ურჩიოს პრემიერმინისტრს, რომ კრიზისების მართვის საბჭო გადაყენებული ჩინოვნიკების თავშესაფრიდან აქციოს რეალურ, ქმედით ორგანოდ და ამ შემთხვევაში, არ გვექნებოდა ის მძიმე შედეგები, რომლებიც გვქონდა. ურჩიოს ბატონ ჭიკაიძეს, რომ არ წავიდეს შვებულებაში მაშინ, როდესაც ხანძარშია გახვეული საქართველო. მართალია, აქ ყოფნით ვერაფერს ვერც გააკეთებდა,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა უკრაინულ საიტზე გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც რუსი პრანკერები, სავარაუდოდ, შს მინისტრს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებაზე ესაუბრებოდნენ, როდესაც სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილს ეგონა, რომ უკრაინელ კოლეგას ესაუბრებოდა.

„ურჩიოს შინაგან საქმეთა მინისტრს, არ უპასუხოს ყველა სატელეფონო ზარს და არ მოუყვეს ყველაფერი, რაც იცის, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის ძალიან სახიფათო,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააუფასურა”- რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიალარის კურსის რყევა არასწორმა მოლოდინებმა გამოიწვია, სიტუაცია გაამძაფრა პოლიტიკურმა სპეკულაციებმაც