კრიტიკული შეუსაბამობების გამო, კვების 13 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.

გარდა ამისა, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა 13 ობიექტში, რომელთაც საჯარიმო სანქციის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე.

უწყების ინფორმაციით, გააქტიურებული კონტროლისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.

banner
წინა სტატიაშისიღარიბე და უმუშევრობა რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის – ზოიძე
შემდეგი სტატია,,ეკონომიკა, ინფლაცია, უმუშევრობა დღეს მოსახლეობის მთავარი გამოწვევაა”-ჭიჭინაძე