8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
banner

კრიტიკულად მძიმედაა კაცი, რომელსაც გონიოში მშენებარე კორპუსის კონსტრუქცია დაეცა

გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულ ახალგაზრდას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.

გონიოში, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიმარიხუანას უკანონოდ გასაღებისთვის ერთ პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა
შემდეგი სტატიაადიგენში კაცი მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს