„კრიტერიუმი, რომ ვუხსნი იმას, ვინც მე მიხსნის, არის უაზრო”
სხვა სტატიები
- ნარკოტიკული თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2019 წლის აპრილიდან დაწესდება
- ვინც ჯერ არ ყოფილხართ, ეწვიეთ საქართველოს – დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოში
- „ნაციონალური მოძრაობა“ – ქეთი ქოჩორაშვილი პარტიიდან გარიცხული არ არის, თუმცა საკრებულოს დეპუტატი აღარ იქნება
„კრიტერიუმი, რომ ვუხსნი იმას, ვინც მე მიხსნის, არის უაზრო. უნდა გაუხსნა იმ ქვეყანას, საიდანაც არ არის საფრთხე“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, 5 ქვეყანასთან საზღვარი უპირობოდ იხსნება.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საზღვრების გახსნის დროს უსაფრთხოების ზომების უმკაცრესად დაცვა იყო აუცილებელი, თუმცა ეს ამ შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის.
„ახლა გამოდის, რომ ამ 5 ქვეყნიდან უპირობოდ უშვებენ ადამიანებს და არ არის მოთხოვნა იგივე ტესტირების შედეგებისა. ეს წარმოუდგენელი რამ არის. საფრანგეთიდან, სადაც ბობოქრობდა პანდემია უპირობოდ შემოდის ტურისტი, ხოლო მონტენეგროდან, სადაც არ იყო გავრცელებული ეს ვირუსი – არა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.