კრიტერიუმები ორ ფორმატში გაიწერება- კობახიძე მოსამართლეების შერჩევაზე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიისთვის გადადების გადაწყვეტილება მიღებულია უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს იყო რეალური სურათი ამ საკითხის განხილვის გადადების.

რაც შეეხება პროცედურას და კრიტერიუმებს, მისი თქმით, დღის წესრიგი უკვე დაანონსებულია.

„როგორც პროცედურა, ისე კრიტერიუმები გაიწერება ორ ფორმატში – ერთი ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატი და მეორეა – საპარლამენტო ფორმატი. ამ ორ ფორმატში გვექნება მსჯელობა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით პროცედურასა და კრიტერიუმებზე, რასაც ალტერნატივა არ აქვს და ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხის, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ. სამუშაო ჯგუფის ფორმატს რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და განისაზღვრება იგივე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე დავაკონკრეტებთ ვინ იქნება სამუშაო ჯგუფში“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდაკეტილი ჯვრის მონასტერი – კულტურის მინისტრის მოადგილე მომხდარს გაუგებრობას უწოდებს
შემდეგი სტატიაეპიდემიისკენ არ მივდივართ, თუმცა დაავადება მძიმედ მიმდინარეობს – დავით სერგეენკო გრიპის ვირუსზე საუბრობს