(video) კრისტინა აგილერას კონცერტზე ქართული სიმღერა შესრულდა

კრისტინა აგილერას კონცერტზე ქართული სიმღერა შესრულდა. პოპ-ვარსკვლავმა Black Sea Arena-ს სცენაზე ქართული ხალხური ანსამბლი “ბათუმი” მიიწვია.

კრისტინა აგილერამ ანსამბლ „ბათუმის“ წევრებს შემთხვევით ქედაში, ღვინის სახლში სტუმრობის დროს მოუსმინა.ანსამბლის წარდგენამდე მომღერალმა განაცხადა, რომ ძალიან უყვარს მოგზაურობა, ახალი ადგილების დათვალიერება და განსხვავებული სამზარეულოს დაგემოვნება. აგილერას თქმით, მას ძალიან მოეწონა საქართველო, ბათუმი და ქართული სიმღერა.

„მიხარია, რომ დღეს აქ ამდენ ლამაზ სახეს ვხედავ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები ამ სცენაზე. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დღევანდელ საღამოს ჩემთან ერთად ატარებთ”. – აღნიშნა პოპ-ვარსკვლავმა.

 

https://youtu.be/pDxCR_1Uofc

banner
წინა სტატიაშიალეპოში ბოევიკები სირიის არმიას ბარდებიან
შემდეგი სტატიაერევანში საპტოტესტო აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა