კრისტიან დანიელსონი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება​

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახაბერ კუჭავა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშინოვრუზ ბაირამი ახლოვდება-ეთნიკურად აზერბაიჯანელები კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვენ
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – უნგრეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია