კრისტიან დანიელსონი პარტიებს ჯერ კვლავ ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდება

მედიატორ კრისტიან დანიელსონთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრები ჩაინიშნა.

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი პარტიებთან ჯერ კვლავ ინდივიდუალურ რეჟიმში გამართავს აუდიენციებს.

კერძოდ, დანიელსონი 14:00 საათზე „ქართულ ოცნებას“, 15:00 საათზე კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და რესპუბლიკურ პარტიას შეხვდება.

ამასთან, კრისტიან დანიელსონი დღეს დილით უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ცოტა ხანში დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

banner
წინა სტატიაშიჩუმლაყში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკი – პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საქართველოში გენდერულ უთანასწორობას აღრმავებს