კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

დანიელსონი ამ წუთებში შეხვედრას მართავს „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოს“, „მეტი თავისუფლება – გირჩისა“ და „გირჩის“ ლიდერებთან.

შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

დღის განმავლობაში ასევე იგეგმება დანიელსონის შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსის“, „ლეიბორისტული პარტიის“ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებთან.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ის გუშინვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დანიელსონმა ასევე შეხვედრები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან.

banner
წინა სტატიაშისავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ-კვირასაც ღია იქნება
შემდეგი სტატიადანიელსონი – ჯერ კიდევ გვაქვს დრო და ვაპირებთ, რომ მუშაობა გავაგრძელოთ