კრისტიან დანიელსონი ირაკლი კობახიძეს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ხვდება. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, 15:00 საათზე დაგეგმილია კრისტიან დანიელსონის შეხვედრა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. გუშინ კი მისი მედიაციით “ქართული ოცნების” ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული პარლამენტი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ვაქცინაციისას – დღეს ჩემი დაბადების დღეა, შემიძლია დავლიო ერთი ჭიქა ღვინო?